ტრადიციები


კულტურული მრავალფეროვნება (შემეცნებითი თამაში)
https://play.kahoot.it/#/k/657dc52c-dc5e-41a0-814e-997b7abb40aa

ტრადიციები
ქართული ტრადიციები

იმერეთი  
                                                         
 იმერეთი  თავის  ძველისძველი  ტრადიციებითა  და  წესჩვეულებებითაა განთქმულისტუმარმასპინძლის  ტრადიცია  სხვა  კუთხეების  მსგავსად  ეფუძნება  პრინციპს  "სტუმარი  ღვთისაა".  ამიტომ იყო რომ ოჯახში ყველაფერ  კარგს  რიგიანს  სტუმრისთვის ინახავდნენ.  იმერულ  სუფრაზე  ისმოდა  სადღეგრძელოები,  მსხვილსიტყვიანობა  და მრავალხმიანი  სიმღერები  იმერეთში  დაიბადა  2  პოპულარული  სიმღერა:  "სულიკო"  და  "ციცინათელა"  რომელსაც  დღეს მსოფლიოს  სხვადასხვა  კუთხეში  მღერიან.
  
საქორწინო  სუფრა იმართებოდა  ეზოში.  მას  "სეფას"  უწოდებდნენ.  სეფაში  მაგიდები ერთმანეთის  პარალელურად  იყო  გაშლილი.  მაგიდების  თავში  ოდნავ  შემაღლებულადგილზე ნეფეპატარძლის  სუფრა  იყო  გაწყობილი.  სუფრასთან  პირველ რიგში მოწვეულ  სტუმრებს  დასვამდნენ,  შემდეგ  ნათესავებს  და  ახლობლებს.  ბოლოს  კი შინაურებს  და  მეზობლებს.  იმერეთში  შემორჩენილია  შელოცვის  ტრადიციებიუძუველესი  დროიდან  არსებობდა  ბუდინების  კულტი.  ავადმყოფს  უსრულებდნენ ყველა  სურვილს,  ოთახს  ლამაზად  რთავდნენ,  უმღეროდნენ,  თავს  შემოავლებდნენ მამალს,  შემდეგ  ხდებოდა  გადალოცვა.  გაიტანდნენ  სუფრას  გზაჯვარედინზეგამვლელი  წაიღებს  და  ბატონები  თან  წაყვებაო.                                          იმერეთში  ჰქონდათ  სახლის  საძირკვლის  ჩაყრის  რიტუალიც,  მიწას  ბარით  პირველად ოჯახის  უფროსი  შეეხებოდა,  წარმოთქვამდა  დალოცვას,  ატანდნენ  მაგიურ  ძალებს ქვებს,  აცხობდნენ  ხაჭაპურს,  წირავდნენ  ფრინველებს  და  ცხვრებს.   ქვემო  იმერეთში  გვალვის  დროს  ხატს გამოაბრძანებდნენ  ეკლესიიდან  და  განბანდნენდარწმუნებული იყვნენ,  რომ  ეს  ცერემონიალი  წვიმას  მოიყვანდა.იმერეთში  იყო  ტრადიციული  თამაშობები:  კუკუდამალობანა,  მგელობანა,  კოჭაობაქორობია.    
წყარო:      




imereti tradiciebi sufris tradiciebi sadgegrdzelo imeruli supra stumartmoyvareoba
ყველასთვის კარგადაა ცნობილი იმერული სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრის მართლაც რომ განსაკუთრებული ხიბლი. გამოთქმაც არის ასეთი: ”იმერეთში ერთი ქეიფი, ხონთქრის ას წყალობას უდრისო”. იმერეთში სადღეგრძელოები მეტად თავისებური და ორიგინალურია. სუფრა სტუმრების დალოცვით იწყება და ოჯახის (ანუ მასპინძელთა) დღეგრძელობით მთავრდება. ეს თავისთავად ძალზე განსაკუთრებული ფენომენია. სუფრის გაშლის მთავარ მიზეზად სტუმრიანობის მიჩნევა ერთგვარად სტუმრის დაფასების დიდ ტრადიციას გულისხმობს, ხოლო ოჯახის ბოლოს დალოცვა მასპინძლის მხრიდან თავმდაბლობის მაჩვენებელია, ანუ ნაგულისხმევია, რომ ”კი ბატონო, მე, როგორც მასპინძელ;მა გავშალე სუფრა, მაგრამ აქ, შენ, სტუმარი, უფრო მნიშვნელოვანი ხარ, რადგან შენ რომ არ ყოფილიყავი, არც არაფერი იქნებოდაო”.
იმერეთში, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ სადღეგრძელოებს დიდი სასმისებით სვამენ, მაგრამ კახეთისგან განსხვავებით იქ სმაში ურთიერთშეჯიბრი შედარებით იშვიათია. იმერეთში სუფრა, უპირველეს ყოვლისა, მხიარულება-გართობის შესაქმნელ ატრიბუტადაა აღქმული, ამიტომ სასმელი, როგორც გუნება-განწყობის გამოსაკეთებელი ფენომენი, ისე მიიჩნევა. სუფრის სამხიარულო განწყობის შექმნის სურვილი იმერლებისთვის დამახასიათებელ სუფრის სადღეგრძელოებშიც შეინიშნება და თამადაც ყოველთვის ცდილობს, არ მოაწყინოს თანამესუფრეები, თუნდაც სადღეგრძელოთა მრავალფეროვნებით (სიმღერის და ცეკვის ნება).
  


ქართული სუფრა საქართველოს კულტურის ნაწილს წარმოადგენს. მას თავის განაწესი და ერთგვარი რიტუალური ფორმა აქვს. სუფრას ტრადიციულად "თამადა" უძღვება, იგი სუფრის წევრების მიერ არის არჩეული.

თამადა გამორჩეული თვისებების მქონე, სიბრძნით, ორატორული ნიჭით და იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული ადამიანია. თუ სუფრა ძალიან ხალხმრავალია, თამადა მოადგილეებს ირჩევს. თამადა გარკვეული თანმიმდევრობით წარმოსთქვამს სადღეგრძელოებს, რომლებსაც შემდგომ სუფრის დანარჩენი წევრები განავრცობენ. თუ სუფრაზე სადღეგრძელოს წარმოთქმა გსურთ, ნებართვა თამადისაგან უნდა აიღოთ. შემდეგ სადღეგრძელოს სუფრის ის წევრი წარმოთქვამს, ვისთანაც თამადა "ალავერდს" გადავა. ალავერდი სადღეგრძელოს გადაცემის ტრადიციული ფორმაა. 

ქართულ სუფრაზე ყველაზე ხშირად სიტყვა "გაუმარჯოს" გაიგონებთ. დღეგრძელობის ასეთი ფორმა სათავეს წარსულიდან იღებს, როდესაც მეომრებს გამარჯვებას უსურვებდნენ. ქართულ სუფრას ტრადიციულად თან ახლავს ქართული მრავალხმიანი ცეკვა და სიმღერა. 


კახეთი



ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ კახურ სუფრაზე თამადის დატვირთვა და მნიშვნელობა განუზომელია. ბევრის აზრით, კახურ სუფრაზე თამადა დიქტატორია. მისი სადღეგრძელოები მთელი სუფრის განმავლობაში ყველამ (მამაკაცებმა) უნდა შესვას. თუ ეს ასე არ მოხდა, ანუ ”კონტროლი დაირღვა”, მაშინ კახელი თამადა, თავს მოვალედ ჩათვლის, სუფრის წევრს უბრძანოს ”დანებების” ნიშნად ”თითი მოკაკვოს”. კახური სუფრა, როგორც წესი, მარათონია სმაში, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იქ წარმოთქმული სადღეგრძელოები ქართული ისტორიული ტრადიციების გაგრძელება არ იყოს. თუკი სადმე შემონახულია სადღეგრძელოების უძველესი კულტურული სახეები, ეს უპირველეს ყოვლისა, კახეთშია.
შემთხვევითი სულაც არა არის, შესანიშნავ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში ”ღვინის ქურდებში”, კახელი მწყემსები პატარების დალოცვისას წიწილას რომ ისვამენ ხელისგულზე და მისი თამადობით სვამენ ამ სადღეგრძელოს. ეს მხოლოდ მეტაფორა ნამდვილად არ არის. კახეთი, მოგეხსენებათ ისტორიულად მუდამ მტრისგან განადგურების საფრთხის წინაშე იდგა და იქ დაბადებული ყოველი პატარა არსება (თუნდაც წიწილა) მიიჩნეოდა, როგორც ახალი იმედის დაბადება. ასევე ლადო ასათიანის ლექსში ”ლხინი კახელებთან” ძალზე კარგადაა ასახული ასათიანის, ლეჩხუმელი კაცის თვალით დანახული კახური სუფრა – სადღეგრძელოების მთელი ეს განსაკუთრებულობა, რაც დღეს პირუთვნელი სახითაა შემორჩენილი ზოგან. კახეთში ხომ სმაში შეჯობრის გარდა, სადღეგრძელოების ლაზათიანად და შთამბეჭდავად თქმაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კაცები.


აღმოსავლეთ საქართველოში, გლეხებსა და თავადებს მეტ-ნაკლებად მსგავსი წეს-ჩვეულებები და სუფრის ტრადიციები ჰქონდათ. განსხვავება უფრო დასავლეთ საქართველოშია თვალშისაცემი. დავიწყოთ იმით, რომ იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში ქეიფი მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სუფრის წინამძღოლი შესაძლებელი იყო ქეიფისას რამდენჯერმე შეცვლილიყო. საერთოდ, ცნობილია, რომ მე-19 საუკუნემდე ქართული სუფრა უფრო თავისუფალი იყო და ხშირად, როგორც დღეს ამბობენ, “ყველა თავისი ჭიქის თამადა იყო”, თუმცა სუფრის წინამძღოლის ინსტიტუტი იქაც არსებობდა. თავადების სუფრა უფრო დიდხანს გრძელდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად კი ქართლ-კახეთში იყო შემთხვევები, როდესაც ბატონი და გლეხი ერთ სუფრაზე ქეიფობდნენ. საერთოდ ქართლ-კახეთში კლასობრივი განსხვავება ძალიან თვალშისაცემი არ იყო, როგორც მაგალითად აფხაზეთში, სადაც აზნაურიც კი არ იკადრებდა გლეხთან პურის გატეხვას. ცნობილი ამბავია, რომ გიორგი ამილახვარს ძალიან უყვარდა გლეხებთან ქეიფი და იმასაც კი ამბობდა: “გლეხებთან ქეიფს სხვა ეშხი აქვსო”.








1 comment: